|
2015-02-20 12:49:03, 3013 ნახვა
სამხედრო
ვაზიანში სწავლების „მაღალი დონის პარტნიორობა“ დაგეგმვის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა
ვაზიანში, IV მექანიზირებულ ბრიგადაში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების „მაღალი დონის პარტნიორობის“ (Noble Partner) დაგეგმვის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. სწავლება „მაღალი დონის პარტნიორობა“ საქართველოში პირველად ჩატარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად სრულყოფილად მზადყოფნას ისახავს მიზნად. კონფერენციას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. გენერალ-მაიორმა ამერიკელ სტუმრებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისათვის და ქართულ ქვედანაყოფს წარმატება უსურვა. ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე მაისში ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მიიღებს მონაწილეობას. ამერიკის მხრიდან სწავლებაში აშშ-ის არმიის ჯავშანტრანსპორტიორთა „ბრედლებისა“ და მედესანტეების ასეულები ჩაერთვებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)