2016-04-15 10:21:27, 378 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველ შეხვედრას გიორგი კვირიკაშვილი დღეს, 20:30 საათზე, საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანებთან გამართავს.
პრემიერი, მედიის წარმომადგენლებთან მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრებს, რის შემდეგაც, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
ამასთან, პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრი, ეტაპობრივად, შეხვდება რეგიონული მედიის, ბეჭდური და ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტებს და მათთვის საინტერესო ყველა კითხვას უპასუხებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან