2016-04-13 16:14:07, 449 ნახვა
პოლიტიკა
ბურჯანაძე NDI-ს კვლევაზე: ეს არის ქართული მაიდანის სავარაუდო დაანონსება
ეს არის პირდაპირი მხარდაჭერა სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მობრუნების, - ასე გამოეხმაურა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაზე NDI-ის კვლევის შედეგებს.
მისივე თქმით, ეს არის ქვეყნის და საზოგადოებრივი აზრის რევოლუციური სცენარისათვის მომზადება.
„ეს არის პირდაპირი მხარდაჭერა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნების. ეს არის სავარაუდო ქართული მაიდანის დაანონსება, რადგან, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იწერება კვლევა, სადაც 15% აქვს მმართველ პარტიას და მეორე, პრაქტიკულად ერთადერთ პარტიას 13%, ეს არის მომზადება ქვეყნის და საზოგადოებრივი აზრის რევოლუციური სცენარისათვის,“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან