|
2016-04-13 13:58:12, 331 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ერთმანეთს ბარამიძე და ვოლსკი დაუპირისპირდნენ
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებულმა რეზოლუციის პროექტმა ცხარე კამათი გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სხდომაზე ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე დაინტერესდა, თუ როდის განიხილავს უმრავლესობა მომზადებულ კანონპროექტს. როგორც ბარამიძემ აღნიშნა, , „ნაციონალური მოძრაობა“ საკითხის დღის წესრიგში მოწინავე ადგილებზე ჩასმას უკვე დაახლოებით ერთი თვეა ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. ბარამიძეს გამოსვლას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი გამოეხმაურა. მანვე აღნიშნა, რომ სიტუაციის ისეთი წარმოჩენა ხდება, თითქოს ხელისუფლება ამ საკითხის მიღებას ეწინააღმდეგება. ამ განმარტების შემდეგ ბარამიძე და ვოლსკი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „გაჩუმდი-მეთქი! რა უზრდელობას აქვს ადგილი?“ - მიმართა ვოლსკიმ ბარამიძეს. „ჩამორჩენილები თქვენ ხართ და თქვენთან უაზრო დისკუსიაში ჩართვას არ ვაპირებ“, - უპასუხა ბარამიძემ. დეპუტატების კამათში უმცირესობის კიდევ ერთი წევრი მიხეილ მაჭავარიანიც ჩაერთო. მაჭავარიანბმა აღნიშნა, რომ ის 25 წელია პარლამენტის წევრია და იცის თუ როგორ განიხილება დღის წესრიგში საკითხები. „ოთხი თვეა, რაც ამ საკითხის განხილვას ვითხოვთ და მოგიწოდებთ, საკითხს ნუ გადავწევთ უკან. რიგითობა დავიცვათ. ვიზალიბერალიზაცია საერთო საკითხია და ამ საკითხმა უნდა გაგვაერთიანოს და არა პირიქით - გაგვყოს“, - აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა. ამასთან, როგორც მანანა კობახიძემ აღნიშნა, ბიურო რეზოლუციის პროექტის დღის წესრიგში ჩასმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღესვე მიიღებს.
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)