2016-04-13 11:12:34, 350 ნახვა
პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობას არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე
ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს არჩევნებზე ხმას.
კითხვაზე- ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, ვის მისცემთ ხმას, გამოკითხულთა 61% აცხადებს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, 34% ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს, 3%-მა არ იცის, 1%-მა კი პასუხსზე უარი განაცხადა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან