04:02 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 15:36:05, 511 ნახვა

საზოგადოება
აქცია ტექნიკურ უნივერსიტეტთან - ლექტორები რექტორის გადადგომას ითხოვენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ რექტორის გადადგომის მოთხოვნით აქციები ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო. პროფესორებმა შიმშილობის გადაწყვეტილება მიიღეს.

ისინი არჩილ ფრანგიშვილის გადადგომას ითხოვენ. როგორც პროფესორები აცხადებენ, აკადემიურმა საბჭომ, ფრანგიშვილი მესამე ვადით უკანონოდ აირჩია და მას განათლების მინისტრი მფარველობს.

“ვაპროტესტებთ უკანონობას, რომელიც სუფევს ტექნიკურ უნივერსიტეტში. არჩევით ორგანოებში, დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ერთი და იგივე პიროვნების ზედიზედ სამი ვადით არჩევა არ შეიძლება. ეს კანონი ჩვენთან უხეშად დაირღვა. მესამე ვადით არის არჩეული რექტორი, მესამე ვადით არის არჩეული კანცლერი, მესამე ვადით არის არჩეული აკადემიური საბჭოს 5 წევრი“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ მიქაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics