08:07 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 18:23:26, 521 ნახვა

პოლიტიკა
"ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ახალი ხელმძღვანელი უახლოეს დღეებში დაინიშნება

სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო  ცენტრს" ახალი ხელმძღვანელი უახლოეს დღეებში ეყოლება.

როგორც "ექსპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურში განუცხადეს, ახალი დირექტორი კონკურსის შედეგად დაინიშნება,  მანამდე კი, საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოვალეობას თამარ მედულაშვილი ასრულებს.

მათივე ინფორმაციით, "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო  ცენტრის" ხელმძღვანელმა ელენე გოცაძემ და მისმა მოადგილე თამარ მედულაშვილმა თანამდებობები საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს.

"ჩვენთან კონკურსი იყო გამოცხადებული. შედეგები ამ დღეებში გახდება  ცნობილი. ელენე გოცაძე და თამარ მედულაშვილი საკუთარი განცხადებების საფუძველზე წავიდნენ სხვა სამსახურში. ამ წუთას დირექტორის მოვალეობას თამუნა მედულაშვილი ასრულებს.  იმედია, ამ დღეებში დაინიშნება ახალი დირექტორი კონკურსის შედეგად. მოადგილის საკითხს დირექტორი  თვითონ გადაწყვეტს. ხვალ, ალბათ, კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება", - აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატის  პრესსამსახურში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics