04:03 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 16:24:16, 492 ნახვა

საზოგადოება
აჭარის სტენდმა მინსკის გამოფენაზე სპეციალური ჯილდო მიიღო

აჭარის სტენდმა ბელარუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Leisure 2016 ინდივიდუალური სტილისა და პრეზენტაციის მაღალი ხარისხისთვის სპეციალური ჯილდო მიიღო.

აღსაღნიშნავია, რომ გამოფენაზე რეგიონის სტენდი განსაკუთრებული ხალმრავლობით გამოირჩეოდა. აჭარის სტენდი გამოფენაზე მოინახულა საქართველოს ელჩმა ბელარუსში დავით კოტარიამაც, რომელმაც აჭარის სტენდს განსაკუთრებულად საინტერესო და ტურისტებისთვის მიმზიდველი უწოდა.

წელს, პირველად ქართულ ტრადიციულ სტილში მოწყობილ აჭარის საგამოფენო სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართული, ხალხური სიმღერები მოესმინათ და  ტრადიციული კერძები დაეგემოვნებინათ, ასევე მონაწილეობა მიეღოთ აჭარული ხაჭაპურის დამზადების კულინარიულ მასტერკლასში. გამოფენის მსვლელობისას განსაკუთრებულ ყურადღებას ხელვაჩაურის ფოლკლორული ანსამბლ „ათძალი“-ს მიერ შესრულებული ქართული, ხალხური სიმღერები იპყრობდა.

„სასიხარულოა, რომ გამოფენის განმავლობაში არ წყდებოდა ვიზიტორთა ნაკადი ჩვენს სტენდთან. ისინი მოხიბლულები იყვნენ ჩვენი ფოლკლორითა და სამზარეულოთი. სპეციალური ჯილდოც, რომელიც გამოფენის ორგანიზატორებისგან მივიღეთ მეტყველებს იმაზე, რომ გამოფენაზე რეგიონი ღირსეულად წარვადგინეთ ჩვენი არამატერიაური კულტურითა და ტურისტული პოტენციალით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამოფენის ვიზიტორთა უმრავლესობა მიმდინარე წელს არჩეევანს აჭარაზე შეაჩერებს, რათა უკვე ჩვენს სამშობლოში მიიღონ ის დადებითი ემოციები, რაც გამოფენაზე ვაჩუქეთ მათ“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტარტამენტის ვიზიტი მინკში რეგიონის ტურისტული პოტენციალის მიზნით წარმატებით დასრულდა. დეპარტამენტის წარმომადგენლები ბელარუსში 5-9 აპრილის განმავლობაში იმყოფებოდნენ. დეპარტამენტთან ერთად გამოფენაზე რეგიონს პოპულარიზაციას ტურისტული კომპანიები „აჭარა ტური“ და „ქეფითალ ჯორჯია თრეველი“  და „მიმინო თრეველი“ უწევდნენ.

ბელორუსია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისთვის უმნიშვნელოვანეს ტურისტული ბაზარს წარმოადგენს, სადაც ტურისტების მოზიდვის მიზნით პიარ და  მარკეტინგული ღონისძიებები მეოთხე წელია ხორციელდება. 2016 წლის სეზონისთვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტემანტმა უკვე დაწყო პიარ-აქტივობები ბელარუსში, რაც როგორც გარე და ონლაინ რეკლამას, ასევე პრესს და ინფო ტურების ორგანიზებას და აჭარის შესახებ სპეციალური გადაცემების მომზადებას ითვალისწინებს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics