08:07 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 11:58:41, 480 ნახვა

პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა 57%-ის აზრით, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში კრიმინალის მიმართულებით მდგომარეობა გაუარესდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი  კვლევის თანახმად,  გამოკითხულთა 38%-ის აზრით, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით,  საქართველოში  სიტყვის  თავისუფლება  გაუმჯობესდა,  39% ფიქრობს, რომ  მდგომარეობა არ შეცვლილა,  16%-ის შეფასებით, გაუარესდა.

კრიმინალთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 5% ფიქრობს, რომ 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესდა, 29%-ის შეფასებით, არ შეცვლილა,  57% კი მიჩნევს, რომ  ამ მხრივ მდგომარეობა გაუარესდა.

კურუფციის მიმართულებით, გამოკითხულთა  10%-ის თქმით, მდგომარეობა 2012 წლის  ოქტომბერთან შედარებით გაუმჯობესდა,  40%-ის აზრით, არ შეცვლილა, ხოლო  გამოკითხულთა  38% ამბობს, რომ გაუარესდა.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას,  გამოკითხულთა  14% მიჩნევს, რომ ამ კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდა,  34%-ის აზრით, არ შეცვლილა,  21% კი აცხადებს, რომ მდგომარეობა  გაუარესდა.

უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებით, გამოკითხულთა  18% აცხადებს, რომ 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესდა, 47%-ის შეფასებით, არ შეცვლილა,  13% კი აღნიშნავს, რომ მდგომარეობა გაუარესდა.

ქალების უფლებების მიმართულებით, გამოკითხულთა  24% -ის შეფასებით, მდგომარეობა გაუმჯობესდა,  53%-ის მოსაზრებით, მდგომარეობა არ შეცვლილა, ხოლო 12% ფიქრობს, რომ 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით,  ამ კუთხით, ვითარება გაუარესდა.

კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა.

საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 3,900 პირი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics