06:38 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 13:25:14, 408 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი: ინკების, ან აცკეტების კალენდარიც რომ შემოვიღოთ, ვერ მოვნახავთ თარიღს, რომელიც პარტიებისთვის სასარგებლო იქნება

„ძალიან კარგია, როცა პარტიებმა 6 თვით ადრე იციან ზუსტი თარიღი, როდის იქნება არჩევნები. მწვრთნელი, რომელიც გუნდს ამზადებს ოლიმპიადისთვის და როცა თრიღი იცის ზუსტად, ისე ამზადებს, რომ არც გადაიწვას ვთქვათ სპორტსმენი და არც...“,-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილტა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ისეთი პოლიტიკური პარტიები გამოთქვამენ პრეტენზიას არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, როდის ჩატარდება არჩევნები, რადგან რა დროსაც  არ უნდა ჩატარდეს, გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვთ:

„არჩევნების თარიღი გამოცხადებულია და ეს არის ძალიან კარგი, როცა პარტიებმა 6 თვით ადრე იციან ზუსტი თარიღი, როდის იქნება არჩევნები, როგორც მწვრთნელი, რომელიც გუნდს ამზადებს ოლიმპიადისთვის და როცა თრიღი იცის ზუსტად, ისე ამზადებს, რომ არც გადაიწვას ვთქვათ სპორტსმენი და არც... ასე არის პარტია, რომელმაც იცის,  როგორ დაგეგმოს საარჩევნო კამპანია 6 თვით ადრე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერი პარტიისთვის, ჩვენთვისაც და სხვისთვისაც. ზოგიერთი ისეთი პარტიისგან ისმის რაღც პრეტენზიები, რომ ეს „ქართულ ოცნებას“, მთავრობას აწყობდა და ჩვენთვის არავის არ უკითხავს, რომლებისთვისაც მართლა არ აქვს მნიშვნელობა, როდის ჩატარდება არჩევნები, რადგან არავითარი შანსი მათ არ აქვთ, როდესაც არ უნდა ჩატარდეს. ერთხელ ვთქვი, რომ სულ რომ გავაუქმოთ ეს კალენდარი და ინკების, ან აცკეტების კალენდარი შემოვიღოთ, ვერ მოვნახავთ იმ თარიღს, რომელიც მათთვის იქნება სასარგებლო. თუ პირადად მე მკითხავთ, მაგალითად ჩემთვის სასარგებლო იქნებოდა არა 8 ოქტომბერი, არამედ 31 ოქტომბერი და ალბათ მთვრობის წევრების უმრავლესობისთვისაც, რადგან უამრავი პროექტი გვაქვს დაწყებული, ეს პროექტები დროშია გაწერილი, როდის მთავრდება და მე გამეხარდება ყოველი პროექტის დასრულებას მოვესწრო, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული პროექტი ჩემთვის, სისხლხორცეულია, თვეები გვაქვს გატარებული მათზე ფიქრში, იმ უამრავი გადასაჭრელი პრობლემიდან, რომელზე გაგვეკეთებინა აქცენტი. მაგრამ 8 ოქტომბერი და ის, რომ თრიღი წინასწარ არის ცნობილი, არის კარგი, ყველა პოლიტიკური პარტიისთვის და ეს არ არის მთავრობაზე და რომელიმე გუნდზე მორგებული”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. ეს განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics