13:51 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 16:41:13, 1034 ნახვა

მსოფლიო
ალიევი: ცეცხლის შეწყვეტა არის ერთადერთი გზა იმისთვის, რათა რეგიონში ესკალაცია არ დავუშვათ

ოფიციალური ბაქო მთიან ყარაბაღში ფრონტის ხაზიდან ჯარების გაყვანის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუს კოლეგასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"ჩვენ გვაქვს შეთავაზება, რომლის განხორციელებასაც მინსკის თანათავმჯდომარეებთან ერთად ვცდილობთ. იმ მიზნით, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. რუსეთის ფედერაცია ბოლომდე მხარს უჭერს იმ ინიციატივებს, რომლებზეც ამჟამად თანათავმჯდომარეები მუშაობენ. ეუთოსა და წითელი ჯვრის კომიტეტის დახმარებით, უნდა მოხდეს ნდობის გამყარება", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარეს, ელმარ მამედიაროვის თქმით, სამხედროები უმოკლეს ვადაში უნდა დაბრუნდნენ ყაზარმებში, რადგან კრიზისიდან გამოსვლის გაჭიანურება ყოველდღიურად ახალ მსხვერპლს იწვევს.

აზერბაიჯანი და არაღიარებული მთიანი ყარაბაღი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ამ დრომდე ადანაშაულებენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც გააკეთა.

"მივიჩნევთ, რომ ცეცხლის შეწყვეტა არის ერთადერთი გზა იმისთვის, რათა რეგიონში ესკალაცია არ დავუშვათ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გრძელდება, თუმცა სამწუხაროდ დრეს საღამოს ის სომხურმა მხარემ დაარღვია. ჩვენ გვინდა მოლაპარაკებების, პროცესის გაგრძელება", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთის პრემიერი დიმიტრი მედვედევი დღეს და ხვალ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან გამართავს მოლაპარაკებებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics