00:52 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 16:20:20, 537 ნახვა

საზოგადოება
მედიაციის სახლში „გოგონათა კლუბს“ ლელა გაფრინდაშვილი ესტუმრა

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროშო მოქმედი სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრის’’ მედიაციის სახლში პროექტ - „გოგონათა კლუბის“ წევრებს ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი შეხვდა.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრა მე-19 და მე-20 საუკუნეებში, წარმატებული ქართველი ქალების შესახებ საინტერესო ისტორიებს მიეძღვნა. მათ შესახებ ბიოგრაფიები ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა ერთ გამოცემაში შეკრიბა. ფონდმა აღნიშნული გამოცემა მედიაციის სახლის ბიბლიოთეკას უსახსოვრა.

ლელა გაფრინდაშვილი ქალთა უფლებების დამცველია. მას ეკუთვნის მრავალი კვლევა  და სტატია ქართულ კულტურაში გენდერული, ქალთა და ფემინისტური პრობლემების ისტორიის შესახებ. იგი ათ წელზე მეტია გენდერისა და კვლევის თემატიკაზე კითხულობს ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პროექტი „გოგონათა კლუბი“ მეორე წელია მედიაციის სახლში მიმდინარეობს. მისი მიზანია 14-დან 18 წლამდე გოგონებში ცხოვრებისათვის საჭირო  უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მომავალში დაეხმარება მათ  ჯანსაღ, ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. პროგრამა მოიცავს ტრენინგებს და ასევე, შეხვედრებს წარმატებულ ქალბატონებთან.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics