05:17 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 16:11:54, 462 ნახვა

პოლიტიკა
იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  საქართველოს პრეზიდენტის მიერ  უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას  კანდიდატურები განიხილეს, თუმცა მათთან დაკავშირებით კომიტეტმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

თამარ ლილუაშვილის შემთხვევაში, კომიტეტის 12 წევრის ბიულეტენიდან, 2 ბათილი, ანუ შეუვსებელი აღმოჩნდა, 6-მომხრე, 4- წინააღმდეგი. გადაწყვეტილების მიღების კვორუმი კი, 8 იყო.

შესაბამისად, გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

რაც შეეხება ნონა თოდუას,  12 ბიულეტენიდან 3 ბათილად იქნა ცნობილი, 5- მომხრე,  4- წინააღმდეგი. ამიტომ, კომიტეტმა გადაწყვეტილება ვერც ნონა თოდუასთან დაკავშირებით მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს ორ ვაკანტურ თანამდებობაზე თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები 28 მარტს  წარადგინა.

თამარ ლალიაშვილს 2001-2006 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2000-2001 წლებში, იგი საოლქო სასამართლოს მოსამართლე იყო. 1999-2000 წლებში კრწანისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 1993-1999 წლებში კი, თამარ ლალიაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის თანამდებობას იკავებდა. 1988 წელს მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 2007-2010 წლებში თამარ ლალიაშვილი ბრემენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო. 2010 წელს სამართლის დოქტორის წოდება მიენიჭა. იგი არის 2 წიგნისა და 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ნონა თოდუას კი, 30 წლიანი საგანმანათლებლო-სამეცნიერო მუშაობის სტაჟი აქვს. წლების განმავლობაში იგი ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2014 წლის იანვრიდან დღემდე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრფესორია. ნონა თოდუა არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი. მან 1981 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics