2016-04-05 22:53:12, 468 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: ბურჯანაძის და ინაშვილის პარტიებთან თანამშრომლობა შესაძლებელია
"ბურჯანაძის და ინაშვილის პარტიებთან თანამშრომლობა შესაძლებელია" - ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, გია ვოლსკიმ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
მისი თქმით, თუ ბურჯანაძის და ინაშვილის პარტია მოხვდება პარლამენტში, მათთან თანამშრომლობა ჰიპოტეტურად შესაძლებელია.
"ძალიან განსხვავებულია ჩვენი ხედვები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ივანიშვილის მიმართ გაისმის ესა თუ ის მტკიცება, რომ მან შეხედა ირმა ინაშვილს ან ბურჯანაძეს, როგორც მომავალ ოპონენტს პარლამენტში. მაგრამ რეალურად ყველა პარტიასთან დაკავშირებით მე მინდა, დავადასტურო კიდევ ერთხელ, მზად ვართ, ყველა პარტიასთან ვითანამშრომლოთ, თუკი მათ ჩვენი საზოგადოება აირჩევს," - განაცხადა ვოლსკიმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან