15:49 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-17 14:51:59, 292 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპის მარშრუტი სამხრეთ კავკასიაში: როგორ ცვლის აშშ-სომხეთის შეთანხმება რეგიონს

სამხრეთ კავკასიაში მსხვილი ინფრასტრუქტურული და გეოპოლიტიკური გარდაქმნების ახალი ეტაპი იწყება. სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირებას ითვალისწინებს.

როგორც სომხური სააგენტო Armeniapress წერს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა დაადასტურა, რომ ამ გადაწყვეტილებით შეთანხმების ძალაში შესვლის შიდასახელმწიფოებრივი პროცესი ოფიციალურად დაიწყო.

შეთანხმების მიხედვით, დაფუძნდება ერთობლივი საწარმო TRIPP Development Company, სადაც აშშ-ის წილი 74%-ს შეადგენს, ხოლო სომხეთის — 26%-ს.

ახალ კომპანიას სომხეთის ტერიტორიაზე შესაბამის ზონებში მიწით სარგებლობისა და განაშენიანების უფლება თავდაპირველად 49 წლის ვადით გადაეცემა, თუმცა ამერიკული მხარე „ტრამპის მარშრუტზე“ კონტროლსა და სტრატეგიულ გარანტიებს 100-წლიან პერსპექტივაში განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ პროექტი მხოლოდ საავტომობილო გზას არ მოიცავს — ის წარმოადგენს მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურულ დერეფანს, სადაც გაერთიანდება: თანამედროვე საავტომობილო მაგისტრალი, სარკინიგზო ქსელი,  ენერგომილსადენები და ციფრული კომუნიკაციები.

გასული წლის 8 აგვისტოს აშშ-ის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით. სწორედ ამ პაკეტის ნაწილია TRIPP, რომლის მთავარი ამოცანა ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის სომხეთის სიუნიქის პროვინციის გავლით აზერბაიჯანის დანარჩენ ნაწილთან დაკავშირებაა.

ეს არის სწორედ ის მარშრუტი, რასაც ბაქო „ზანგეზურის დერეფანს“ უწოდებდა, თუმცა არსებითი განსხვავებით: TRIPP არ გულისხმობს ტერიტორიის ექსტერიტორიულობას. მინისტრმა არარატ მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი სრულად ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და იურისდიქციას პროექტის ზონაში. „სომხეთი კვლავაც სრულად იქნება პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე, საზღვრისა და საბაჟო კონტროლზე, ისევე როგორც საგადასახადო ადმინისტრირებაზე,“ — განაცხადა მირზოიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის - მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
სააკაშვილი წერს, რომ მურთაზ ზოდელავამ ციხეში ინსულტი გადაიტანა
FIFA-მ შესაძლოა ნახევარფინალში გამარჯვებული არგენტინა დააჯარიმოს
ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირება ახალ ფაზაშია, აშშ-მა ირანზე იერიშის მე-6 ტალღა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics