2026-07-17 11:39:26, 248 ნახვა
სხვადასხვა
მსოფლიოში ყველაზე მაღალი ზიპლაინი საქართველოში გაიხსნა
Enguri Attraction-ის ცნობით, საქართველოში ქვეყნის ყველაზე მაღალი ზიპლაინი გაიხსნა.
ატრაქციონი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე მდებარეობს. ზიპლაინი მიწიდან 320 მეტრის სიმაღლეზეა, მისი სიგრძე 600 მეტრია და დაშვებისას მაქსიმალურ სიჩქარეს 70 კმ/სთ აღწევს.
როგორც კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ადრე განმარტა, ზიპლაინის იდეა ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე ვიზიტორების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე გაჩნდა. ახალი ატრაქციონის მიზანია რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების გაფართოება და კიდევ უფრო მეტი მოგზაურის მოზიდვა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან