12:42 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-17 11:16:01, 258 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე– აგენტურა, არ შეიძლება, იყოს პოლიტიკური სპექტრის ნაწილი

აგენტურა, არ შეიძლება, იყოს პოლიტიკური სპექტრის ნაწილი, ჯერ წესია საქმე, მერე საქმეა საქმე. უნდა დავიცვათ ეს წესი და ამ წესის დაცვას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში, – ამის შესახებირაკლი კობახიძემ  განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას რესურსი არა აქვს არც ქუჩაში, რესურსი არა აქვს არც არჩევნებზე.

„რეალურად, ნახეთ რა სიტუაციაა – ერთმანეთი არ მოსწონთ და ხალხს როგორ უნდა მოაწონონ თავი? მინიმუმ, ხომ ერთმანეთი უნდა მოგწონდეს, რომ მერე გამოხვიდე ყველა ერთად და ხალხს მოაწონო თავი. ერთს მეორე არ მოსწონს, მეორეს – მესამე, მესამეს – მეოთხე, მეოთხეს – მეხუთე და ეს ყველაფერი ხდება თან ხალხის თვალწინ. ხალხი ხომ ამ ყველაფერს უყურებს და როცა ერთმანეთი არ მოსწონთ ერთი ძალის წარმომადგენლებს, რეალურად ყველა ხომ ერთი ძალაა, როცა ხალხი ამას ხედავს, რომ მათ ერთმანეთი არ მოსწონთ, როგორ შეიძლება, რომ ხალხმა მოიწონოს ასეთი ეკლექტური პოლიტიკური ძალა? თავი რომ დავანებოთ იმას, რომ მათი აგენტობა ყველამ გაშიფრა უკვე. შესაბამისად, მათ არავითარი რესურსი არა აქვთ. რესურსი არა აქვთ არც ქუჩაში, რესურსი არა აქვთ არც არჩევნებზე. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, როგორც ცნობილი გამონათქვამი გვეუბნება: „ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე“.

ჩვენ უნდა მივყვეთ წესს. წესი არის ის, რომ აგენტურის ადგილი, არ შეიძლება, იყოს პოლიტიკურ სისტემაში. არსებობს თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, რომელიც გეუბნება, რომ დემოკრატიულ სივრცეში ადგილი არ უნდა დარჩეს დემოკრატიის მტერს.  ძალიან მარტივი, ჰანს კელზენის მიერ განვითარებული ცნობილი კონცეფციაა. და ეს არის წესი, რომელიც უნდა იყოს დაცული.

თუ ეს წესი არ იქნება დაცული, ქვეყანა მუდმივად იქნება ამ პოლიტიკური ტერორის რეჟიმში, რაც ჩვენ გამოვიარეთ. კი, დავამშვიდეთ ეხლა ქვეყანა, ოთხი წლის განმავლობაში იყო ხუთი რევოლუციის მცდელობა, მივიღეთ შემდეგ კანონმდებლობა: გამჭვირვალობის კანონი, გრანტების შესახებ კანონი, შეკრებების შესახებ კანონი, სხვა საკანონმდებლო აქტები. ამის ხარჯზე დამშვიდდა ქვეყანა. მაგრამ ეს ყველაფერი ვერ მოგვადუნებს. იმისათვის, რომ ბოლომდე დამშვიდდეს ჩვენი ქვეყანა, უნდა დავიცვათ მარტივი წესი, რომ დემოკრატიის მტრები არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი დემოკრატიულ სისტემაში, რასაც გვეუბნება ცნობილი თეორია, რომელიც არის დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპზე. აგენტურა, არ შეიძლება, იყოს პოლიტიკური სპექტრის ნაწილი. ჯერ წესია საქმე, მერე საქმეა საქმე. უნდა დავიცვათ ეს წესი და ამ წესის დაცვას ემსახურება, კიდევ ერთხელ, ის სარჩელი, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ უცხოელი სტუდენტების, ჟურნალისტებისა და გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის სავიზო პირობებს ამკაცრებს
ირაკლი ფავლენიშვილი - რიყის თეატრის ნგრევას საფუძვლად უდევს პირადი შურისძიება
Axios: 60-ზე მეტმა ამერიკელმა სენატორმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს
ჩინეთი უარყოფს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის ბრალდებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics