|
2016-04-05 18:12:06, 801 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარეს ლიუ იანზონგს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს „აბრეშუმის გზის“ რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული განვითარებისა და რეგიონულ პროექტებში საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის“ უძველესი ქვეყნის, აქტიურად ჩართვის პერსპექტივები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ „აბრეშუმის გზა“ საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები, უკეთ წარმოაჩინოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი. გამოითქვა იმედი, რომ აბრეშუმის გზის აღდგენით საქართველო დაიბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას–იყოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი. გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის წარმომადგენლებს წარუდგინა საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი აბრეშუმის გზის საკითხებში, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე. საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატა 2015 წელს ჰონგ– კონგში დაარსდა და მასში 36 ქვეყნის უმსხვილესი კომპანიებია გაერთიანებული. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)