|
2026-07-09 11:32:24, 268 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვა გაცემული არ არის. როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებისმიერი სახის სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან სხვა ტიპის ჩარევა სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებასა და დადგენილი პროცედურების გავლას საჭიროებს. „საკითხის შესწავლის მიზნით სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება“, – აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია ლამარიას მონასტერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მონასტერი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ეს კარგად გაცნობიერებული აქვს ადგილობრივ ეპარქიასაც. „ადგილზე, სადაც დღეს მშენებლობა მიმდინარეობს, იდგა უსახური ტიპის შენობა, სამი მხრიდან თუნუქის დაჟანგებული ფირფიტებით შემოსილი, ასევე, წინა მხარეც ადგილმდებარეობისთვის შეუფერებელი იყო. მიუხედავად შენობის ამ მიუღებელი მდგომარეობისა, ეპარქიის მმართველმა – მიტროპოლიტმა ილარიონმა, რომ არ მომხდარიყო ძეგლზე ახალი ჩარევა, გადაწყვიტა, ამავე შენობის ფართში აღედგინა ისტორიულად არსებული მონასტრული ცხოვრება და იქ მონაზვნები დაამკვიდრა საცხოვრებლად. რამდენიმე უმძიმესი ზამთრის გადატანის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მონაზვნების ცხოვრების გაგრძელება არსებულ შენობაში შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ გადაწყდა, იმავე ფართზე აშენებულიყო ახალი შენობა, რომელიც „ლამარიაზე“ მონასტრული ცხოვრების გაგრძელებას შესაძლებელს გახდიდა და მონაზვნების ჯანმრთელობაც დაცული იქნებოდა. ეპარქიის და მისი წინამძღოლის მთავარი ინტერესი იყო, რომ ახალ შენობაში გათვალისწინებული ყოფილიყო „ლამარიას“ მთავარი თვისება – არქიტექტურისა და ლანდშაფტის ორგანული შერწყმა და კავშირი, ამისთვის შენობის სიმაღლემ, წინა ნაგებობისგან განსხვავებით საგრძნობლად დაიწია და ალბათ, ყველა დავეთანხმებით ამ პირობას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი „ლამარიაზე“ სიმაღლის ფაქტორის დაცვაა, რომ არანაირმა ნაგებობამ არ დაარღვიოს ბუნებისა და ადამიანის შექმნილი ულამაზესი პროპორციები. პროექტის მიხედვით, მშენებარე საცხოვრისი წარმოადგენს სვანური არქიტექტურისთვის დამახასიათებელ მცირე დარბაზულ ნაგებობას და პროფილიც დამუშავებული იქნება შესაბამისი სვანური ტრადიციით, ფიქალი ქვით. ასევე, გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ჩვენ მიერ დაჩქარებულ მოვლენებს, რადგან უშგულში ბუნება სამშენებლო პერიოდად მხოლოდ სამ თვეს თუ გაცლის. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ იურიდიული მიმართულება ცოტა ჩამოგვრჩა და ამ კვირაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გადაიგზავნება საპროექტო წინადადება, ასევე მას განიხილავს საპატრიარქოს არქიტექტურის საბჭოც“, – აღნიშნულია განცხადებაში. უშგულის ლამარია (ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია) წარმოადგენს IX-X საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეულ ძეგლს, რომელიც მდებარეობს სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში (სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით). ტაძარი აგებულია ზღვის დონიდან დაახლოებით 2100 მეტრ სიმაღლეზე, საქართველოს უმაღლესი მწვერვალის, შხარას ფონზე. ის შესულია იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
სინდისის პატიმრების ოჯახები საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირი ეთერის დათმობას სთხოვენ
გამოკითხვები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის გამარჯვებას პროგნოზირებენ
Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
აშშ-ირანის სამხედრო ესკალაცია: ჰორმუზის სრუტის კრიზისი და ირანული სამიზნეების დაბომბვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)