|
2016-04-04 19:08:26, 401 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ნადია სავჩენკოზე რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, „უკრაინის უმაღლესი რადას წევრის ნადია სავჩენკოს პატიმრობის “შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის პროექტისადმი მხარდაჭერა როგორც უმრავლესობამ, ისე უმცირესობამ დააფიქსირა. “საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია უკრაინის უმაღლესი რადას წევრის ნადია სავჩენკოს პატიმრობის შესახებ ვითვალისწინებთ რა, ქალბატონ ნადია სავჩენკოს, უკრაინელი დეპუტატისა და სამხედრო პილოტის, წინასწარი დაკავების მიზნით, 2014 წლის ივნისიდან მისი საპატიმროში ყოფნის ფაქტს; ვითვალისწინებთა რა, მის უკანონო გადაყვანას აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის მიზნით; მაშინ როცა, რუსეთის ფედერაციას არ აქვს უფლება დააკავოს, დააპატიმროს, ბრალი წაუყენოს ან გაასამართლოს უკრაინის მოქალაქე უკრაინის ტერიტორიაზე დანაშაულის სავარაუდო ჩადენისთვის; ვითვალისწინებთ რა, რუსეთის ფედერაციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლის ძალითაც ნადია სავჩენკოს სასჯელის სახით მიესაჯა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა; ვითვალისწინებთ რა, შიმშილობით გამოწვეული ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანების საფრთხეს, რომელიც 34 წლის ქალმა თავისი უკანონო პატიმრობისთვის პროტესტის ნიშნად დაიწყო; მხედველობაში ვიღებთ, 2015 წლის 12 თებერვლის მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებულ საკითხს, ყველა მძევლისა და იმ პირთა გაცვლის შესახებ, რომლებიც უკანონოდ იყვნენ დაკავებული აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის კონტექსტში; აღვნიშნავთ, რომ 2015 წლის იანვრიდან, ქალბატონი სავჩენკო სარგებლობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის საპარლამენტო იმუნიტეტით - იმუნიტეტით, რომელიც არ იქნა გაქარწყლებული დაკავებულის მიერ - და რომ, რუსეთის ფედერაცია, როგორც „პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ ევროპის საბჭოს ზოგადი შეთანხმებისა“ (1949 წლის 2 სექტემბერი) და მისი დამატებითი ოქმების (1952 წლის 6 ნოემბერი) მხარე, ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებას; მხედველობაში ვიღებთ, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და პოლიტიკური ორგანიზაციების არაერთ მოწოდებას ქალბატონ სავჩენკოს გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს 2034 (2015) და 2063 (2015), ევროპარლამენტის რეზოლუციას „ნადია სავჩენკოს საქმე“ (2015 წლის 30 პროექტი აპრილი) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას „რუსეთის ფედერაციაში მყოფი მოტაცებული და უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეების შესახებ“ (2015 წლის 9 ივლისი); ვითვალისწინებთ რა, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ სხვა უკრაინელი მოქალაქეების უკანონო დაკავების საქმეებს; საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას: 1. დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ქალბატონი ნადია სავჩენკო და სხვა უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეები ან გადასცეს ისინი უკრაინას; 2. არ დაუშვას ქალბატონი სავჩენკოსა და სხვა უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეების მძევლად გადაქცევის, მათი სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნისა და მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევისაგან”, - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში, რომლის ავტორი „თავისუფალი დემოკრატები“ არიან.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)