02:35 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 13:26:22, 477 ნახვა

პოლიტიკა
გამორიცხული არ არის, საარჩევნოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კოალიცია შექმნას

„გამორიცხული არ არის, საარჩევნოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კოალიცია შექმნას“, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ახლა ამ თემაზე საჯაროდ საუბარი ნაადრევია, თუმცა მისივე განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობა" საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, გარდა „ქართული ოცნებისა“, მუდმივად  დიალოგს აწარმოებს.

„გამორიცხული არაა, საარჩევნო ინტერესებიდან გამომდინარე ამგვარი ნაბიჯი გადაიდგას, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ძირითადი მოქმედი პირი, პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. დანარჩენი ტაქტიკურად რა იქნება ჩვენთვის მიზანშეწონილი, ბუნებრივია ამ გადაწყვეტილებას როდესაც მიიღებს პარტიის პოლიტიკური საბჭო, თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამას გაიგებს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

კითხვაზე - მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები რომელიმე პარტიასთან, ბარამიძემ უპასუხა: „ახლა ნაადრევია ამ თემაზე საჯაროდ საუბარი. ჩვენ მუდმივად გვაქვს დიალოგი საქართველოში არსებულ პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, გარდა „ქართული ოცნებისა“. სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ ვეურთიერთებით, როგორც ხელისუფლებას, ბევრ რამეს მივუთითებთ, მაგრამ სამწუხაროდ, აქამდე არაფერი შეუსმენიათ“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics