|
2026-06-02 12:47:25, 753 ნახვა
პოლიტიკა
გორდულაძე: აშშ-სთან ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს თანაბარ საწყისებს, ტოლ-სწორად ურთიერთობას
ქართული ოცნება კვლავ აშშ-სთან ურთიერთოების გადატვირთვაზე საუბრობს. ამჯერად კომენტარი დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ გააკეთა. "ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების თვისობრივად ახალ რეჟიმზე გადაყვანა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ის უნდა ეფუძნებოდეს თანაბარ საწყისებს, ტოლ-სწორად ურთიერთობას და ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას. რა თქმა უნდა, აშშ-საც თავისი ინტერესები აქვს და ამ ინტერესების თანხვედრაზეა დამოკიდებული ჩვენი ურთიერთობების საბოლოო ჯამში გაღრმავება და რაც მთავარია, რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაფუძნება. რაც შეეხება განცხადებას, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია, რომლისთვისაც მთავარი დემოკრატიული საწყისებია, ვერანაირად ვერ მოიწონებდა და მკაცრად გააკრიტიკებდა იმ ანტიდემოკრატიულ სვლებს, რომლითაც დაკავებულია “კოლექტიური ნაცმოძრაობა“. ასეთია ქართველი ხალხის და მათი მხარდამჭერების ნების უგულებელყოფა, მანდატების არგამოყენება, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით ვალდებულებაც კი არის. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციისთვის და მათი წარმომადგენლებისთვის ვერანაირად ვერ იქნება მოსაწონი „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხრიდან დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები",- თქვამან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)