06:35 - 06 Jun, 2026
|
2026-05-28 17:30:54, 1831 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის თითქმის 2.8 მილიარდი ევროს მეშვიდე ტრანშის გამოყოფა დაამტკიცა, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. ბრიუსელის განცხადებით, თანხა უკრაინას ევროკავშირის „უკრაინის ფონდის“ ფარგლებში გადაეცემა და ქვეყნის მიერ რეფორმებისა და განსაზღვრული პირობების შესრულებას უკავშირდება. ევროკავშირში აცხადებენ, რომ უკრაინამ წარმატებით შეასრულა საჯარო ფინანსების მართვის, სასამართლო სისტემის, კორუფციასთან ბრძოლის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯები. „უკრაინის ფონდი“, რომელიც 2024 წელს ამოქმედდა, 2027 წლამდე უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზებისთვის 50 მილიარდ ევროზე მეტ ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)