|
2026-05-24 15:12:00, 1888 ნახვა
პოლიტიკა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
საზოგადოებაში არსებობს ყალბი სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა „ქართული ოცნების“ მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი. -ამის შესახებ, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ცოტნე ივანიშვილმა სამთავრობო პროპაგანდისტულ ტელევიზიებს განუცხადა. მისი თქმით, დიალოგი უნდა დაკანონდეს ახალგაზრდებს შორის, რათა აღმოიფხვრას ხელოვნურად შექმნილი პოლარიზაცია ქვეყანაში. „მგონი, ყველანი მარტივად შევთანხმდებით იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს საქართველოში არსებობს ყალბი სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა არის „ქართული ოცნების“ მიმართ ძალიან ცუდად განწყობილი. მე პირადად, მაგალითად, მეგობრებიც მყავს, რომლებთანაც შეიძლება, რადიკალურად განსხვავებული პოზიცია მქონდეს ბევრ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველთვის მიხარია მათთან კამათი, საუბარი. მანამდეც აღვნიშნე და გავიმეორებ ახლაც, რომ, ჩემი აზრით, თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს, იკამათოს და ამ პოლემიკაში თავისთავად იბადება ჯანსაღი აზრი, იბადება მყარი პოზიცია და იბადება სიმართლე, რაც მთავარია“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)