21:53 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-03 14:20:27, 598 ნახვა

საზოგადოება
ძალისისა და წილკნის 200ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული ჭარბი წყლისგან გათავისუფლდება

სოფელ  ძალისისა და წილკნის 200 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული ჭარბი წყლისგან გათავისუფლდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს,  წილკნის დამშრობი კოლექტორის გაწმენდითი სამუშაოები სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარტში დაიწყო.

სისტემას ორმაგი დანიშნულება აქვს - ამავე სადრენაჟე კოლექტორიდან შესაძლებელია სარწყავი წყლის მიღება, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება აღნიშნული ტერიტორიის სარწყავი ფართობების წყლით უზრუნველყოფა.სამუშაოები, რომლის შედეგით სოფელი  ძალისისა და წილკნის  220 მოსახლე ისარგებლებს, სარწყავი სეზონისთვის დასრულდება.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გოჩა ზეიკიძემ დაათვალიერეს.

2012 წლიდან დღემდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩატარებული სამელიორაციო ინფრატსრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 2 100 ჰექტრიდან 9 500 ჰექტრამდეა გაზრდილი.

დღეისათვის, საქართველოს მასშტაბით, 23 ობიექტზე მიმდინარეობს სარწყავი და სადრენაჟე სისტემების  რეაბილიტაცია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics