|
2026-05-21 15:09:58, 2202 ნახვა
საზოგადოება
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
საქართველოს ბანკისა და Miami Ad School-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ მადრიდში სრული დაფინანსებით. მადრიდი, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრეატიული და კულტურული ცენტრი, მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, თავად გახდნენ საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიის ნაწილი. ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო და 8 ივნისამდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე. პროგრამა ერთწლიანია. საქართველოს ბანკის და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია მოიცავს სწავლის სრულ დაფინანსებას და ადგილის ჯავშნის საფასურს (Reservation fee). წელს Copywriting-ისა და Art Direction-ის პროგრამებს გარდა, სტიპენდიატებს შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებაზე - Creativity & Artificial Intelligence (შემოქმედება და ხელოვნური ინტელექტი). ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა Miami Ad School Europe-თან ერთად ნიკა გუჯეჯიანის (საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომელი და Miami Ad School Europe-ის კურსდამთავრებული) სახელობის სტიპენდია 2019 წელს დააწესა და ყოველ წელს 1 ქართველ სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, Miami Ad School-ში 1-წლიან კურსზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლოს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)