|
2026-05-20 17:05:02, 1910 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა - ერთი პირი დააკავეს
თბილისში, საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, დააზიანა შლაგბაუმი, შეანგრია ჭიშკარი და საპატრიარქოს თანამშრომლის ავტომობილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა, ავტომობილიდან ბოთლებს ისროდა და იგინებოდა. „აქედან პირდაპირ შევარდა, შეანგრია ჭიშკარი, თანამშრომლის მანქანას დაეჯახა. ძალიან ძლიერი დაჯახება იყო. მანქანიდან ბოთლებს ისროდა და იგინებოდა“, - აცხადებს საპატრიარქოს ერთ-ერთი თანამშრომელი. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ტერიტორია კი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)