|
2026-05-20 15:35:46, 2641 ნახვა
ეკონომიკა
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, LEAF-თან თანამშრომლობის ფარგლებში, 25 მაისს, 17:00 საათზე საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების ვებინარს მართავს. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. ვებინარზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის შესახებ; გაიგონ, როგორ შეუძლიათ მიიღონ სრული დაფინანსება Fulbright-ის, Chevening-ის, Miami Ad School-ისა და UWC პროგრამების ფარგლებში. შეხვედრას ჩაატარებენ გიორგი ჩავლეიშვილი, განათლების ცენტრ LEAF-ის დამფუძნებელი და ჯულიეტა პაკაცოშვილი, აკადემიური მრჩეველი. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. ინფორმაციისთვის, განათლების ცენტრი LEAF 2008 წლიდან ეხმარება საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში ჩაბარებასა და დაფინანსების მოპოვებაში. ამასთან, საქართველოს საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)