|
2026-05-19 16:57:45, 1226 ნახვა
საზოგადოება
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
კახეთში, „ბოლო ზარის“ აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. - ინფორმაციასა და შემთხვევის ამსახველ ფოტოებს "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. დაშავებულები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები არიან. შემთხვევა სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „გოლფის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, თავდაპირველად გარე განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტომობილში სკოლის მოსწავლეები და ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)