|
2016-04-02 18:30:08, 1092 ნახვა
მსოფლიო
შტაინმაიერი: მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა. „მოვუწოდებ კონფლიქტის მხარეებს, ცეცხლი დაუყოვნებლივ შეწყვიტონ და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას პატივი სცენ“, – აღნიშნა შტაინმაიერმა. მისივე თქმით, მხარეები მინსკის ჯგუფის ფორმატში მოლაპარაკებებს უნდა დაუბრუნდნენ. „ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. მხარეება პოლიტიკური ნება უნდა გამოავლინონ, რათა მინსკის ჯგუფის ფორმატში მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ“, – განაცხადა გერმანელმა მინისტრმა. კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკალაციის შესახებ ცნობები დღეს დილით გავრცელდა. აზერბაიჯანი და სომხეთი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. ბაქო სომხური ტექნიკის და ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგებზე საუბრობს, თავის მხრივ ერევანში აზერბაიჯანელი სამხედროების განადგურების შესახებ აცხადებენ. მთიანმა ყარაბაღმა, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებლი, საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ 1991 წელს გამოაცხადა, რასაც შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სომხურმა შეიარღებულმა ძალებმა მისი ოკუპაცია მოახდინეს. ოკუპირებულია ასევე მთიანი ყარაბაღის მიმდებარედ აზერბაიჯანის 7 რაიონი. 1994 წელს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)