|
2026-05-13 10:43:37, 3491 ნახვა
სამართალი
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, ეთიოპიის, პაკისტანის, კენიის, ირანის, ბელარუსის, ეგვიპტის, ტაჯიკეთის, რუსეთის, ერაყის, ზიმბაბვეს, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, სომხეთის, სუდანის, უგანდის, უზბეკეთის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 74 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)