|
2016-04-02 17:31:30, 390 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: მივიღეთ მხარდაჭერა, რომ საქართველო უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი ვაშინგტონის პოლიტიკურ დღის წესრიგში
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ბირთვული უსაფრთხოების სამიტს მსოფლიო და გლობალურ გამოწვევებზე დიალოგის უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა უწოდა. „ჩვენ წარმოვადგინეთ საქართველოს პოზიცია, რომელიც არის ძლიერი იმიტომ, რომ რეალურად საქართველო არის ერთერთი წამყვანი ქვეყანა ბირთვული ნარჩენების მართვის თვალსაზრისით, ბირთვული მასალების უკანონო გატანა-ტრანზიტის აღკვეთის თვალსაზრისით. ბუნებრივია, იმ ფონზე, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არსებობს, როდესაც ჩვენი ოკუპირებული ორი ტერიტორია ფაქტიურად ვერ კონტროლდება ამ თვალსაზრისით და, ამასთანავე, რომლიდანაც ჩვენ გვექვს დიდი ეჭვი, რომ ხდება უკანონო გატანა-ტრანზიტი ამ ბირთვული ნარჩენების . აი ამ ფონზე, საქართველო მაინც არის ერთერთი ყველაზე წამყვანი ქვეყანა, რომელიც რეგიონის სხვა ქვეყნებს უწევს კონსულტაციას ამ მიმართულებით. მე ვარ ამაყი, რადგან ჩვენ ქვეყანა ამ თალსაზრისით იქნა გამოყოფილი და დაჯილდოებული საკუთარი წარმატებების გამო",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში მედიასთან შეხვედრისას. პრეზიდენტმა სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან გამართული ორმხრივი შეხვედრების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი შეხვდა უნგრეთის, ნორვეგიის, ჰოლანდიის, პოლონეთის და ევროკავშირის წარმომადგენლებს. „ ბუნებრივია ლიდერებთან ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ, რომელიც საქართველოს წინაშე დგას და ეს არის, ერთი მხრივ ჩვენი ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ხოლო მეორე მხრივ, ეს არის ვარშავის NATO-ს სამიტი. მინდა მოგახსენოთ, რომ ამ ქვეყნების ლიდერების, ევროკავშირის შემთხვევაში ბატონი ტუსკისა და ქალბატონი მოგერინის მხრიდან, მე ვნახე საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის მყარი მხარდაჭერა; აბსოლუტური მხარდაჭერა იმ მიზნების, რომელიც საქართველოს აქვს. მე შევხვდი ადამიანებს, რომლებიც ისევე ფიქრობენ მომავალზე როგორც ჩვენ ვფიქრობთ, იზიარებენ იგივე ღირებულებებს და პარტნიორობის ხელს გვიწვდიან მომავალთან მიმართებაში. ბუნებრივია, აქ ჩვენ შევხვდით არაერთ ამერიკელ პოლიტიკოსს; მათთანაც ფაქტიურად იგივე საკითხებზე გვქონდა საუბარი. განვიხილეთ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული განვითარების აქტიური თანადგომა, კიდევ ერთხელ მივიღეთ მხარდაჭერა, რომ საქართველო უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი ვაშინგტონის პოლიტიკურ დღის წესრიგში. მე ვხედავ, რომ გარკვეული საკითხები, რომლებზეც აქტიურად ვსაუბრობდით, მაგალითად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო მხარდაჭერის თაობაზე, ახლა მზადდება ძალიან საინტერესო რეზოლუცია ამასთან დაკავშირებით. ვაშინგტონში შეხვედრებისას ბუნებრივია, შევეხეთ კიდევ სხვა საკითხებს, რომელიც არსებობს ქართულ-ამერიკულ დღის წესრიგში. შეჯამების სახით მინდა გითხრათ, რომ შეხვედრებზე, რომლებიც გაიმართა ამერიკულ მხარესთან, იყო ხაზგასმული ერთი მნიშვნელოვანი პოზიცია, საქართველო უფრო აქტიურად უნდა იყოს ამერიკულ დღის წესრიგში და ორმხრივი ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უნდა გაძლიერდეს და გაღრმავდეს.აი ამ შედეგებით ჩვენ ვასრულებთ მუშაობას ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე", -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)