12:47 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-05 11:02:53, 282 ნახვა

პოლიტიკა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს

საქართველო ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს. „ფორმულას“ კვიპროსის თავმჯდომარეობის პრესსამსახურიდან აცნობეს, რომ საუბარია ნიქოზიაში 10-11 მაისს დაგეგმილ ევროპულ საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე. მიუხედავად იმისა, რომ მინისტერიალს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და პოტენციური ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებიან, „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრების სიაში ვერ მოხვდა.

საქართველოს მთავრობის კურსის გამო, რომელიც ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, ქვეყნის გაწევრიანების პროცესი 2024 წელს დე ფაქტო შეჩერდა. შესაბამისად, წინა პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველო არ მიიწვიეს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, თუ ხელისუფლება ამჟამინდელ კურსს შეცვლის. ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა კვიპროსია.

„საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გათვალისწინებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს, საქართველოს გაწევრიანების პროცესი 2024 წელს დე ფაქტო შეჩერდა. შესაბამისად, წინა თავმჯდომარეობების პრაქტიკის შესაბამისად, საქართველო არ ყოფილა მიწვეული.

ამავდროულად, გვსურს შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა მკაფიოდ ხაზგასმით აღნიშნა კავშირის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის გზას გაწევრიანებისკენ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს“ — მისწერეს ფორმულას კვიპროსის თავმჯდომარეობის პრესსამსახურიდან





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძეს ჯერა, რომ ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას
თეთრი სახლის მახლობლად სროლა მოხდა: აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა მსროლელი დაჭრა
კობახიძე ზელენსკიზე: მე პირადად ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics