20:21 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 17:18:50, 515 ნახვა

საზოგადოება
2016 წლის პირველ კვარტალში საფეხბურთო კლუბებმა სახელმწიფოსგან 8 705 141 ლარი მიიღეს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ანგარიშსს აქვეყნებს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი,  2016 წლის პირველ კვარტალში საფეხბურთო კლუბებმა სახელმწიფოსგან 8 705 141 ლარი მიიღეს.

"ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა, რომელიც მუშაობას შეუდგა 2016 წლის 1 მარტს, ხელშეკრულება გააფორმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგის გუნდებთან. ხელშეკრულების ფარგლებში დღეის მდგომარეობით დაფინანსებულია 36 საფეხბურთო კლუბი. საერთო თანხა შეადგენს 2 798 119 ლარს. თანხა ყველა კლუბმა მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. აღსანიშნავია, რომ ვიდრე ფონდი მუშაობას შეუდგებოდა, პირველ კვარტალშივე, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული კლუბები დაფინანსებული იყო 5 907 022 ლარით. 

პირველი კვარტლის მდგომარეობით, კლუბების ჯამური დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან შეადგენს 8 705 141 ლარს.

ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, ზაზა დოლიძე აცახდებს:

„ქართული ფეხბურთის დაფინანსებაში დღეიდან გაქრება ყველანაირი გაურკვევლობა და ბუნდოვანება. გამჭვირვალობის მიზნით, ფეხბურთის განვითარების ფონდი კვარტალში ერთხელ გამოაქვეყნებს ანგარიშს იმის თაობაზე, რა თანხა შემოდის ფონდში, რა არის მისი მიზნობრიობა და რომელი საფეხბურთო კლუბი რა რაოდენობის დაფინანსებას იღებს.

ფედერაციის მიერ შემუშავებული და მთავრობის მიერ დამტკიცებული ფეხბურთის განვიტარების პროგრამით საქართველოში დაიწყო საფეხბურთო სისტემის ძირეული რეფორმა. ინერგება თანამედროვე სტანდარტები, რაც სტაბილური დაფინანსებისა და სწორი მენეჯმენტის პირობებში კლუბებს აძლევს  შესაძლებლობას განავითარონ თავიანთი საქმიანობა წარმატებით და ამით ხელი შეუწყონ ქართული ფეხბურთის თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებას.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეფორმის მხარდაჭერა მედიისა და საფეხბურთო საზოგადოების მხრიდან.“

აღნიშნული პროცესი გრძელდება. კლუბები დაფინანსებას მიიღებენ წარმოდგენილი მოთხოვნისა და სფფ-ის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით. ფეხბურთის განვითარების ფონდი ანგარიშს კვარტალში ერთხელ წარადგენს",-აღნიშნულია ანგარიშში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics