20:23 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-22 11:51:36, 2885 ნახვა

პოლიტიკა
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს

ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს, - განცხადება ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა  ჯო უილსონმა კომისიაში რუსეთის მიმართ ირანის მხარდაჭერის საკითხზე გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ირანი და რუსეთი განსაკუთრებით აქტიურად არიან ჩართულები საქართველოში“.

„ირანის რეჟიმი რუსეთს ხელს უწყობს, რომ სანქციებს თავი აარიდოს და თავისი მკვლელი სამხედრო მანქანის დაფინანსება გააგრძელოს. ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად საქართველოს ანაკლიის პორტს იყენებს, რათა ირანს იარაღი მიაწოდოს და თანამშრომლობს საქართველოს არალეგიტიმურ რეჟიმთან, რომელიც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით უნდა შეიცვალოს...

ისინი მხარს უჭერენ ანტიამერიკულ „ქართული ოცნების“ რეჟიმს, რომელიც არალეგიტიმური რეჟიმია. „ქართულ ოცნებასა“ და ომის დამნაშავე პუტინს შორის თანამშრომლობა ძალიან ნათელია, ისევე როგორც ირანის რეჟიმთან. „ჩინეთის კომუნისტური პარტია“ შავის ზღვის პორტს ანაკლიას აკონტროლებს, რათა ცენტრალ აზიასთან იშვიათი ლითონებით ვაჭრობა მართოს. ასე რომ, ამას გაცილებით ფართომასშტაბიანი შედეგები აქვს“, - თქვა ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics