23:37 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 16:28:46, 360 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი „ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო საბჭოს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი,  აშშ-ი  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  „ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო საბჭოს წევრებს ფრედ ჰაიატს, ჯექსონ დილს, ენი ეპლბაუმს, დუგლას ჯელს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკას,  რუსეთ - საქართველოს ურთიერთობას, მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და წინასაარჩევნო გარემოს, საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

„ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო საბჭოს წევრები დაინტერესდნენ, როგორ აფასებს საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის საგარეო პოლიტიკას მისი მეზობლების მიმართ და რა ვითარებაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

"ვაშინგტონ პოსტის" ოფისში შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და  საქართველოს ელჩი აშშ-ი  არჩილ გეგეშიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics