|
2026-04-21 18:52:44, 281 ნახვა
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
ირაკლი კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, მთავრობის კანცელარიასთან აქტივისტი ანა კომლაძე ბანერზე წარწერით “მთავრობა რომ არ იპარავდეს, ბავშვებს წამალი ექნებოდათ” მივიდია - ინფორმაციას ფოტოგრაფი MO SE ავრცელებს. მისი თქმით, ქალ აქტივისტს პოლიციამ არ მისცა საშუალება ადმინისტრაციის შესასვლელის წინ მდგარიყო. საბოლოოდ კომლაძეს ტერიტორია დაატოვებინეს. რამდენიმე თვეა, დიუშენით დაავადებულების მშობლები წამლის მოთხოვნით აქციებს მართავენ. მათ გუშინდელი ღამე მთავრობის კანცელარიასთან გაათენეს.მშობლებს პოლიცია არ აძლევს საშუალებას, ადმინისტრაციის წინ, სკვერში დადგან კარვები ან შეიტანონ პუფები. მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე" მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. მშობლებისთვის სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, ისინი 24 საათიან პროტესტს აგრძელებენ.
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)