|
2026-04-16 17:24:38, 4612 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის, სალომე ზურაბიშვილი ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშ არის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც არჩევნების სჯერა და სურს, „ქართული ოცნების“ წასვლა არჩევნებით მოხდეს. მისივე თქმით, ილუზია, რაც სალომე ზურაბიშვილს აქვს, რომ ვიღაცა გარედან გასცემს ბრძანებას, ან მანიპულაციებს განახორციელებს ქართველ ხალხზე, არ გამოუვათ. „ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი ამას წყვეტს ქვეყნის მოსახლეობა. ის ილუზია, რაც თქვენ გაქვთ, რაც სალომე ზურაბიშვილს აქვს, რომ ვიღაცა გარედან ბრძანებას გასცემს, ვიღაცა ვიღაცას დააბარებს, ან მანიპულაციებს განახორციელებს ქართველ ხალხზე, არ გამოგივათ ეს. ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის, ვინ ვის ემსახურება, სალომე ზურაბიშვილი ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშ არის. ყველაფერი იცის ქართველმა ხალხმა. გინდა ინდივიდუალურად, ახალი პარტიები შექმნათ, ახალი სახელები დაირქვათ, არაფერი გეშველებათ. თქვენ ხართ მოღალატეები. ეს არის მოცემულობა და რეალობა, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რასაც აკეთებდით. აქ [ვგულისხმობ] ყველას ვინც, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ შემჩნეულია მტრულ საქმიანობაში, ყველას აბსოლუტურად“,- აღნიშნავს კალაძე. ცნობისთვის, საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების სჯერა და სურს, „ქართული ოცნების“ წასვლა არჩევნებით მოხდეს. მისი თქმით, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა საქართველოს თავის „რელსებზე“ დააბრუნებს.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)