|
2026-04-14 21:23:10, 5434 ნახვა
პოლიტიკა
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
80 მომხრე, 0 წინააღმდეგი - "ქართულმა ოცნებამ" დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, მიიღო მორიგი ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში. "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით "გრანტების შესახებ" კანონში არსებითად არაფერი იცვლება, სპეკულაციებისგან თავის ასარიდებლად კი ზუსტდება, რომ საელჩოს მიერ საკუთარი ოპერაციული ხარჯებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფოსგან თანხის მიღება მთავრობის თანხმობას არ საჭიროებს. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები ინტერპრეტაციისთვის ღიაა და ისინი კანონის რეპრესიულ შინაარსა და მიზნებს არ ცვლის. ცვლილების თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული კატეგორიის გრანტად აღარ მიიჩნევა. "მიზანშეწონილია, რომ გრანტის გამცემი სუბიექტი დაზუსტდეს და გრანტად არ იქნეს მიჩნეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას. კანონის მოქმედი რედაქცია აღნიშნულ ურთიერთობაზე არც ვრცელდება, მაგრამ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის ერთგვაროვანი წაკითხვა, შესაბამისი დაზუსტება მიზანშეწონილია", - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში. "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებითა და პარლამენტის მიერ მიღებული კანონებით, უცხოური გრანტის მიღების წესები გამკაცრებულია. კერძოდ, 5 მარტს ქართულმა ოცნებამ გრანტების შესახებ კანონპროექტი გაამკაცრა, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც პირს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კანონპროექტის მიხედვით, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს გრანტის მიღება მხოლოდ ქართული ოცნების წინასწარი თანხმობით შეეძლებათ. მაგალითად, თუ მოქალაქე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართულია და გზავნილს იღებს ემიგრანტი ოჯახის წევრისგან, თანხის მიღების ნებართვა "ქართულ ოცნებასთან" უნდა შეათანხმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. გრანტების შესახებ კანონის მიხედვით, ჯარიმით დაისჯება ბიზნესებისა და კომპანიების საჯარო პოლიტიკური აქტივობა. ამავე ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოეთისგან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა. სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდა გარე ლობიზმიც.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)