|
2026-04-02 11:43:13, 4490 ნახვა
ეკონომიკა
Kordz x Sakamoto: რიუიჩი საკამოტოსადმი მიძღვნილი კონცერტი - ღონისძიების წარმდგენია SOLO
SOLO გამორჩეული კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს, რომლებიც მაყურებელს უნიკალურ შესრულებას და დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს. სწორედ ამ მიზნით, Stockton-ის ორგანიზებით და SOLO-ს მხარდაჭერით, 19 აპრილს, 19:00 საათზე Kordz x Sakamoto: რიუიჩი საკამოტოსადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. პროგრამა 8 ნაწილისგან შედგება, თითოეული მათგანი კი საკამოტოს იმ კომპოზიციის სახელს ატარებს, რომლის მელოდია და მუსიკალური მასალაც Kordz-ის მიერ შემოთავაზებულ ვერსიაში ჟღერს. რიუიჩი საკამოტოსადმი მიძღვნილი კონცერტი გამოირჩევა საკუთარი უნიკალური ხასიათით, ძველი და თანამედროვე მუსიკალური სტილების სინთეზით. ღონისძიება მსმენელს Factory Tbilisi-ში უმასპინძლებს. SOLO-ს მომხმარებლებისთვის კი ნებისმიერ ბარათზე იმოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. კონცერტზე დასასწრები ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. ინფორმაციისთვის, SOLO-სა და Stockton-ის ინიციატივით, Kordz x Sakamoto: რიუიჩი საკამოტოსადმი მიძღვნილი კონცერტი უკვე მესამედ იმართება. მაყურებლის წინაშე წარდგებიან: Kordz, იგივე ალექსანდრე კორძაია ჰოლანდიური ანსამბლი - Het Muziek თამრიკო კორძაია - პიანინო/სინთეზატორი ელენე გოგოძე - ვიოლა კონსტანტინე გოცირიძე - ვიოლინო გიორგი ნადარეიშვილი - ჩელო ნინო ოჩიგავა - ფლეიტა შოუს ვიზუალურ ნაწილზე ჰოლანდიელი არტისტი ბორის ეკეტი და Lumus Instruments-ი იზრუნებენ. ინფორმაციისთვის, იაპონელი კომპოზიტორისა და მუსიკოსის რიუიჩი საკამოტოს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა არაერთ მუსიკალურ ჟანრზე, მათ შორის ელექტრონულ მუსიკაზე, დისკოზე, ჰიპჰოპსა თუ კინომუსიკაზე. საკამოტოს შემოქმედების მნიშვნელობისა და იმის ხაზგასასმელად, რომ ეს მუსიკა დროს გაუძლებს, ალექსანდრე კორძაიამ ჰოლანდიურ ანსამბლ Het Muziek-თან (ყოფილი Asko|Schönberg) ერთად სპეციალურად Holland Festival 2021-ისთვის მოამზადა ერთგვარი მიძღვნა. „დიდი მადლობა ჩემი მუსიკისადმი თქვენი უდიდესი ერთგულებისთვის. ძალიან მადლიერი ვარ” - საკამოტოს ეს სიტყვები ალექსანდრე კორძაიას მიმართ ნდობის გამოხატულებად და მისი მუსიკის თავისუფალი ინტერპრეტაციის მხარდაჭერად შეიძლება ჩაითვალოს.
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
შსს: მესტიაში დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ - 3 დღეში ჯამში ამოღებულია 212
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)