23:38 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 13:41:39, 384 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: მისაღები ფორმაა, რომ “ქართული ოცნება“ არჩევნებში დამოუკიდებლად გავიდეს

„ქართულ ოცნებაში“ დიდი ხანია მიმდინარეობდა კონსულტაციები არჩევნებზე გასვლის ფორმასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავით უსუფაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მისაღები ფორმაა, თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა.

„ქართულ ოცნებაში“ დიდი ხანია მიმდინარეობდა კონსულტაციები განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიური იყო კონსულტაციები არჩევნებზე გასვლის ფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის მისაღები ფორმა, რომ “ქართული ოცნება“ გავიდეს დამოუკიდებლად არჩევნებში, შესაბამისად გაკეთდა შესაბამისი განცხადება, „რესპბულიკური პარტიის“ მხრიდანაც.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთვლით,რომ ამ ეტაპზე გავაგრძელოთ ჩვეულებრივი მუშაობა მთვრობაში. პარტიული კუთვნილების მიუხედავად მთვრობის სტაბილურობა არის ძალიან მნშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ საზოგადოებას პარტიის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. რომლის მიხედვითაც, "რესპუბლიკელები" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარტია კოალიციას დაუყოვნებლივ დატოვებს, არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესი ეტაპობრივად წარიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics