|
2026-03-18 19:50:30, 1848 ნახვა
საზოგადოება
მოსაყდრე შიომ პატრიარქის დანაბარების ასრულების მნიშვნელობაზე იქადაგა
პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირმა) სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს გარდაცვალების შემდეგ პირველად იქადაგა. მეუფე შიომ პატრიარქის დანაბარების ასრულებაზე ისაუბრა. დიდი სიყვარულით ქედს ვიხრით მისი მამობრივი ღვაწლის წინაშე და მადლობას ვუხდით მას ამისთვის, ჩვენი გული ივსება მწუხარებასთან ერთად, როგორც გითხარით, სასოებით და იმედით, რომ უფალი მას მართალთა თანა განუსვენებს ცათა სასუფეველში და მისი სახით ჩვენ შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი, მეოხი მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა ჩვენ, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრება, სახელმწიფოებრივი ცხოვრება ისე, როგორც მას სურდა, ისე, როგორც მან დაგვიბარა და გვიანდერძა, რომ შევძლოთ ერთსულოვნება, ურთიერთსიყვარული, ურთიერთშერიგება და იმ ღირებულებებზე საბოლოოდ მყარად დაბრუნება, რომლის აღორძინებაში და გავრცელებაში უდიდესი როლი შეასრულა მისმა ღვაწლმა და მისმა ცხოვრებამ. კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ, ჩემო საყვარელო, ძვირფასო ადამიანებო, მეგობრებო. ღმერთმა შეუნდოს და ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სული და ჩვენ შეგვაძლებინოს ღირსეულად აღვასრულოთ ეს დღეები, დაკავშირებული მის დასაფლავებასთან და ღირსეულად შევძლოთ გავაგრძელოთ ცხოვრება და ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე. ძნელია დღეს საქართველოს წარმოდგენა კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გარეშე და ეკლესიის წარმოდგენა, მაგრამ ის ჩვენთან არის და ჩვენთან იქნება ყოველთვის. ამის ჩვენ გვწამს და გვჯერა. ჩვენთან არს ღმერთი," - თქვა ქადაგებაში მეუფე შიომ (მუჯირმა).
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)