|
2026-03-17 15:18:50, 5571 ნახვა
სამართალი
შსს: აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციისას 72 პირი დააკავეს, კიდევ 5-ს ბრალი წარუდგინეს
შსს-ს ცნობით, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს. კიდევ 5 პირს ბრალი წარედგინა - ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს. დაკავებულებს ბრალად ედებათ "ქურდული სამყაროს წევრობა", "ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა", "ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა", "ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა" და "კანონიერი ქურდობა". შსს-ს ცნობით, დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. "დაკავებულები ე.წ. ქურდული გარჩევებისა და შეკრებების დროს, უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის „კანონიერ ქურდს“, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, 223-ე მუხლის სეკუნდა და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს, ასევე გამოძიებაზე პროცესუალურად ხელმძღვანელ პროკურორებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აღნიშნული ღონისძიების წარმატებით განხორციელებაში. ქვეყანაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, ქართველი სამართალდამცველებისთვის ორგანიზებულ დანაშაულთან და განსაკუთრებით ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა, უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. ამ მიმართულებით, ვმოქმედებთ და მომავალშიც ვიმოქმედებთ პრინციპულად, მკაცრად და ყოველგვარი კომპრომისების გარეშე. ნებისმიერი პირი, რომელიც არღვევს კანონს და ჩართულია კრიმინალურ საქმიანობაში, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, რათა ქვეყანაში დაცული იყოს კანონი და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
შსს: მესტიაში დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ - 3 დღეში ჯამში ამოღებულია 212
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)