|
2016-03-31 12:24:37, 650 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში 6 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დააფინანსა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ირაკლი ხელაძე რეგიონებში ყოფილ პატიმართა ბიზნესგრანტების კონკურსში გამარჯვებულ ბენეფიციარებთან შეხვედრებს განაგრძობს. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ირაკლი ხელაძე სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა, სადაც იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებით 6 ყოფილმა პატიმარმა საკუთარი ბიზნესსაქმიანობა დაიწყო. მათ შორის, აკაკი კოროშინაძემ ზუგდიდის რაიონის სოფელ ორულუში იჯარით აღებულ 2 ჰექტარ მიწის ფართობზე ჰოლადიური ჯიშის კარტოფილი დათესა. მან გრანტის სახით 4800 ლარი მიიღო. ივნისის თვეში 30-დან 45 ტონამდე მოსავალს ელოდება. აკაკი კოროშინაძე „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარია, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. ამავე პროგრამის ბენეფიციარია ბორის ფიფია, რომელმაც გრანტის სახით მიღებული 3600 ლარით მეფუტკრეობის მეურნეობა გააფართოვა. გარდა ამისა, რამდენიმე ყოფილმა პატიმარმა სამეგრელოს რეგიონში საგრანტო თანხით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იყიდა და საოჯახო მეურნეობა გააძლიერა. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტი - „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა" - მეოთხე წელია წარმატებით მიმდინარეობს. მსგავსი წარმატებული ისტორიების გათვალისწინებით საგრანტო კონკურსის თანხა ყოველწლიურად იზრდება და უფრო მეტ ყოფილ პატიმარს შეუძლია საკუთარი ბიზნესიდეის განხორციელება. 2013-2016 წლებში, ქვეყნის მასშტაბით, სულ 43 ყოფილი პატიმრის 42 ბიზნესიდეა დაფინანსდა. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარების ბიზნესინიციატივები სამი მიმართულებით იყოფა: სოფლის მეურნეობა, წარმოება და მომსახურება. უახლოეს ხანში, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტები კიდევ 149 ათასი ლარით დაფინანსდება. 100 ათასი ლარი აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ ყოფილ პატიმრებზე განაწილდება, 49 ათასი კი - დასავლეთ საქართველოში. ინდივიდუალური ბიზნესინიციატივები 500-დან 5 ათასი ლარის ოდენობით ფინანსდება. როგორც ცნობილია, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამა მიმდინარეობს თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)