12:28 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-16 14:57:33, 5531 ნახვა

ეკონომიკა
ივანიშვილის სოფლის მეურნეობის მინისტრი პლასტიკატის აკრძალვაზე - ბიზნესის მიდგომა არის პასუხისმგებლობიანი გარემოს მიმართ

ივანიშვილის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა პლასტიკის შეფუთვის აკრძალვაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ "ეს დიდი გამოწვევაა ჯანმრთელობის ნაწილში".

სონღულაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ბიზნესებთან კონსულტაციები გაიარეს და პლასტიკის შეფუთვის აკრძალვით " ჩნდება სივრცე და შესაძლებლობა ახალი მიმართულებების განვითარების".

"ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ერთის მხრივ ნარჩენების მართვის ნაწილში, მეორეს მხრივ, ჯანმრთელობის ნაწილში. ეს ორივე მიმართულება იყო მოტივატორი იმის, რომ ამ მიმართულებით რეფორმები განხორციელებულიყო. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ბიზნესთან კონსულტაციები იყო გამართული. შესაბამისად, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ როდესაც ერთი მიმართულება იცვლება, იქ აუცილებლად ჩნდება სივრცე და შესაძლებლობა ახალი მიმართულებების განვითარების. ბიზნესი ყოველთვის აკეთებს ადაპტირებას და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც ბიზნესის მიდგომა არის პასუხისმგებლობიანი გარემოს მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება შესაძლებლობა იმის, რომ გარემოზე იზრუნონ". - თქვა სონღულაშვილმა BMG-სთან.

ცნობისთვის, 027 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ბაზარზე გაზიანი, გამაგრილებელი სასმელების, ალკოჰოლის და მტკნარი წყლის პლასტიკის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა იგეგმება. გამონაკლისი ეხება წყლის შემთხვევაში 3 ლიტრზე დიდ ბოთლებს, ხოლო გაზიანი გამაგრილებელი სასმელების მიმართულებით 20 ლიტრზე დიდ ბოთლებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
შსს: მესტიაში დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ - 3 დღეში ჯამში ამოღებულია 212
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics