22:10 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 18:23:25, 368 ნახვა

პოლიტიკა
ჰამონდი: საქართველოს გამჭვირვალობის კუთხით მაღალი დონის რეპუტაცია აქვს და ის საარჩევნო პერიოდში უნდა შეინარჩუნოს

„ვინაიდან ახლოვდება არჩევნები, მოვუწოდებთ საქართველოს, რომ გაზარდოს პროგრესი თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის კუთხით და ხელი შეეწყოს სამართლიან არჩევნებს“ ,- ამის შესახებ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ფილიპ ჰამონდმა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს გამჭვირვალობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მნიშვნელოვანი რეპუტაცია გააცნია, რაც საარჩევნო პერიოდში უნდა შეინარჩუნოს.

„ვინაიდან ახლოვდება არჩევნები, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, რომ გაზარდოს პროგრესი თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის კუთხით და ხელი შეეწყოს სამართლიან არჩევნებს. საქართველოს მართლაც გააჩნია მნიშვნელოვანი რეპუტაცია გამჭვირვალობის კუთხით და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რეგიონში და საარჩევნო პერიოდის განმავლობაში აუცილებელია, რომ დაიცვას და შეინარჩუნოს ასეთი მაღალი დონის რეპუტაცია“ ,-განაცხადა ფილიპ ჰამონდმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics