|
2026-03-06 11:17:47, 2534 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა უნგრეთს შვიდი მოქალაქის ატაცებაში და ფულის მითვისებაში ადანაშაულებს
უნგრეთსა და უკრაინას შორის მორიგი ექსკალაციაა, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი სიბიჰა ამბობს, ბუდაპეშტმა გაიტაცა 7 უკრაინელი და ბანკის ორი მანქანა, რომელსაც ფული გადაჰქონდა.
თავად "ოსჩადბანკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საინკასო სამსახურის ორი მანქანა, რომლებშიც 7 თანამშრომელი იმყოფებოდა, „რაიფაისენ ბანკ ავსტრიასა“ და „ოსჩადბანკ უკრაინას“ შორის უცხოური ვალუტის და საბანკო ლითონების რეგულარული ტრანსპორტირების დროს დააკავეს. GPS სიგნალის მონაცემებზე დაყრდნობით, ბანკი წერს, რომ საინკასაციო მანქანები ამჟამად ბუდაპეშტის ცენტრში, ერთ-ერთი სამართალდამცავი ორგანოს მახლობლად ფიქსირდება, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლების ადგილსამყოფელი კი უცნობია. "ტვირთი რეგისტრირებული იყო საერთაშორისო ტრანსპორტირების წესებისა და ევროპული საბაჟო პროცედურების შესაბამისად. მოპარულ მანქანებში ძვირფასი ნივთების რაოდენობამ შეადგინა 40 მილიონი აშშ დოლარი, 35 მილიონი ევრო და 9 კგ ოქრო." | წერს ბანკი. სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ. "არანაირი გარიგება, არანაირი კომპრომისი არ იქნება. უკრაინის ნავთობის ბლოკადას ძალის გამოყენებით გავარღვევთ. უნგრეთის ენერგია მალე კვლავ „დრუჟბას“ მილსადენით იმოძრავებს“ | დაწერა გუშინ, 5 მარტს უნგრეთის პრემიერმა ორბანმა.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)