|
2016-03-30 16:56:00, 391 ნახვა
პოლიტიკა
ძაბირაძე: იქნება განცდა, რომ უმრავლესობამ ქვორუმი სპეციალურად ჩააგდო, რათა გომელაურისთვის არ მოესმინათ
დღევანდელი გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ თავი იმაზე უხერხულ სიტუაციაში ჩაიგდო, ვიდრე ეს ვახტანგ გომელაურის მოსმენას შეიძლება გამოეწვია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ პარლამენტის მიერ ქვორუმის ჩაგდებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პოლიტოლოგი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს სახელმწიფო სამსახურის უფროსის ანგარიშის არ-მოსმენა საზოგადოებაში გააჩნენს განცდას, რომ უმრავლესობამ ქვორუმი შეგნებულად ჩააგდო, რათა ოპოზიციის მწვავე კითხვები და კრიტიკული მოსაზრებების მოსმენა აეცილებინათ. „საპარლამენტო უმრავლესობამ სპეციალურად ჩააგდო ქვორუმი თუ რაც არ უნდა იყოს რეალური მიზეზი, ამაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ როგორ იქნება ეს ფაქტი აღქმული საზოგადოებაში. საზოგადოებაში არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს ვგულისხმობ, არამედ ხალხსაც. ცხადია, რომ ეს ზუსტად ისე იქნება აღქმული რა ფორმულირებითაც დამისვით კითხვა, რომ ხელისუფლებამ კვორუმი სპეციალურად ჩააგდო, რათა არ მომხდარიყო სუს-ის უფროსის მოსმენა. გულწრფელად, რომ გითხრათ მე არ ვიცი იზორიას გუშინდელ მოსმენას როგორი აღქმა მოჰყვა საზოგადოებაში, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო ნებისმიერ შემთხვევაში უმრავლესობამ დაუშვა შეცდომა. იმ შემთხვევაშიც თუ ქვორუმი შეგნებულად ჩააგდო და იმ შემთხვევაშიც თუ უმრავლესობა მართლა ვერ შეიკრიბა. საინტერესოა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი რამდენი იყო სხდომაზე, მაგრამ ეს საკითხის მეორე მხარეა“, - აცხადებს ძაბირაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი ოპონენტების კრიტიკული კითხვების შემდეგ იმაზე უხერხულ სიტუაციაში ვერ აღმოჩნდებოდნენ, როგორც ახლა. „იქნებოდა მწვავე შეკითხვები. უსიამოვნო იქნებოდა მოსაზრებების მოსმენა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, მაგრამ მე მგონი მმართველ გუნდს ამ სამი წლის განმავლობაში ეს კარგად უნდა გაეთავისებინა. ახლა გაცილებით უფრო უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, ვიდრე გომელაურის მოსმენისა და მის მიმართ დასმული მწვავე კითხვების შემდეგ შეიძლება აღმოჩენილიყვნენ“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას. ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს სამჯერ ვერ შედგა, შესაბამისად ვახტანგ გომელაურის მოსმენა პარასკევისთვის გადაიდო. ამის გამო სუს-ის უფროსმა საყვედური გამოთქვა და აღნიშნა, რომ 1 აპრილს ქუთაისში ვეღარ ჩავა. საპარლამენტო უმცირესობაში კი განაცხადეს, რომ სუს-ის უფროსის მოადგილის გუშინდელი მოსმენის შემდეგ ხელისუფლება რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ამიტომ უმრავლესობამ ქვორუმი შეგნებულად ჩააგდო.
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)