|
2026-03-01 14:24:00, 1569 ნახვა
პოლიტიკა
IDF: ისრაელის სამხედრო ავიაციამ თეირანის ცენტრის მასშტაბური დაბომბვა დაიწყო
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, მათმა სამხედრო ავიაციამ ირანის დედაქალაქ თეირანის ცენტრის მასშტაბური დაბომბვა დაიწყო. IDF-ში აცხადებენ, რომ სამხედრო ავიაციის სამიზნეები ირანის რეჟიმის ობიექტებია. მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებში თქვეს, რომ კვირას დილას განხორციელებული ახალი საჰაერო იერიშის ტალღის ფარგლებში, ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში, სულ მცირე, 30 ობიექტი დაბომბეს. IDF-ში აცხადებენ, რომ დარტყმების სამიზნე იყო - "საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაკეტების გამშვები დანადგარები, რეჟიმთან დაკავშირებულ ობიექტები და სამხედრო სარდლობის ცენტრები". ამერიკის შეერთებული შტატების ორმა ოფიციალურმა პირმა CBS News-ს დაუდასტურა, რომ აშშ-მა და ისრაელმა ირანზე დარტყმების მეორე ტალღა განახორციელეს. 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი საჰაერო იერიში მიიტანეს. სამიზნე ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობაა - ამჟამინდელი მონაცემებით, მოკლულია აიათოლა ალი ხამენეი, ასევე, მისი ნათესავები, ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი. აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელ ხალხს მოუწოდა, ისარგებლონ მომენტით და "აიღონ კონტროლი საკუთარ მთავრობაზე". ნეთანიაჰუს განცხადებით, მიზანი "აიათოლას რეჟიმის დასრულებაა". თეირანმა რაკეტებით და დრონებით შეუტია ისრაელისა და აშშ-ის ბაზებს რეგიონში. აფეთქებები მოხდა დუბაიში, ბაჰრეინში, ქუვეითსა და კატარში. თეირანში ქალაქში სამთავრობო კვარტალი გადაკეტილია, მოსახლეობას კი თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)