22:41 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-24 17:48:32, 2213 ნახვა

საზოგადოება
სუს-ი - წითელუბანთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ 2026 წლის 20 იანვარს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მახლობლად უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. იგი გათავისუფლდა და ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

„უკანონო დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად იქნა გამოყენებული ცენტრალური ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომი ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი.

გარდა ამისა, ეს საკითხი განიხილეს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში სოფელ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე.

ცენტრალური ხელისუფლება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებენ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობიდან საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics